“უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს”

უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
„ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაშიც „რესპუბლიკელი“ მინისტრების პასუხისმგებლობა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში იყო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტი შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ “კვირიკაშვილი ეკონომიკის კარგი მინისტრი იყო, ისევე, როგორც კარგი საგარეო საქმეთა მინისტრია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები