პროკურორების ინტენსიური გადამზადების პროექტი დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით – პროკურატურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სასამართლო უნარ-ჩვევების თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადების პროექტი დაიწყო.

როგორც „კვირას“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 4 ტრენინგი უკვე განხორციელდა და შედეგად 54 პროკურორი გადამზადდა.

სწავლება სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს და მას აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ერთობლივად ატარებენ. 4-დღიანი ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის, დამარწმუნებელი ფსიქოლოგიის, არგუმენტაციის ტექნიკებისა და არავერბალური კომუნიკაციის მიმართულებებით.

პროექტი საწყის ეტაპზე საოლქო და რაიონულ პროკურატურებს მოიცავს და ტრენინგები ადგილზე ხორციელდება.

პირველ ეტაპზე სასწავლო კურსები სამეგრელო-ზემო სვანეთის, დასავლეთ საქართველოს, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთისა საოლქო პროკურატურებში ჩატარდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურორების სათანადო მომზადებასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით არაერთი სასწავლო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკებისა და საჯარო გასმოსვლების თემაზე 200-ამდე პროკურორი გადამზადდა.

ცნობისთვის, სასამართლო უნარ-ჩვევების თემაზე ტრენინგები მომდევნო წლის იანვრიდან, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, განახლდება და მას ყველა საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორი გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები