ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ ხელმძღვანელობამ საბურთალოელებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარა

ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ ხელმძღვანელობამ, საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად, საქველმოქმედო აქცია დაგეგმა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და საჭირო ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ. 100-მდე ბენეფიციარს, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, საჩუქრად პირველადი დახმარების მედიკამენტები გადაეცა.
„მედალფას“ ახალი მრავალპროფილური ამბულატორიული კლინიკა ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც უზრუნველყოფილია გეგმური ამბულატორიული მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.
კლინიკა „მედალფა“ მომხმარებელს აწვდის სრულ ამბულატორიულ სერვისს ერთ სივრცეში. აქციას ესწრებოდნენ: საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე, „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, „მედალფას“ გენერალური დირექტორი კახი მუხიგულაშვილი, კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩახნაშვილი.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ასეთ ინიციატივას კერძო სექტორის მხრიდან, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „მედალფას“ და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები