ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩნდნენ

დღეს ყოფილი პრემიერ – მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩნდნენ. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურები ერთმანეთს გიორგი კვირიკაშვილის დედის სამძიმარზე, ეკლესიაში შეხვდნენ.
ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვების დასმა სცადეს, თუმცა მან მედიის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა. საბოლო ჯამში, არცერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ საღამოს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები