დავით ზურაბიშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვები თბილისის საციგურაო ცენტრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ

როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ზურაბიშვილის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები საახალწლო კონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიება თბილისის საციგურაო ცენტრში გაიმართა და მასში ამავე ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
საკრებულოს დეპუტატმა კონცერტის მონაწილეებსა და მაყურებლებს სიტყვით მიმართა, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
,,დღეს თბილისის საციგურაო ცენტრის იუბილეა და ჩვენ უკვე ტრადიციად გვექცა ამ დღის ერთად აღნიშვნა. მადლობას ვუხდი ცენტრის დირექციას და მათ აღსაზრდელებს ჩვენი თბილი მიღებისთვის.
ყველას ვულოცავ დამდეგ 2016 წელს, ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
კონცერტის დასასრულს, სტუმრად მოწვეულმა ბავშვებმა საციგურაო ცენტრის აღსაზრდელების დახმარებით ყინულზე ისრიალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები