პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს 28-29 დეკემბერს უმასპინძლებს

საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს 28-29 დეკემბერს უმასპინძლებს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება დააკისრა.
პრეზიდენტმა კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმები განმარტა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ჰყავს, რომლებიც მუშაობას სრულფასოვნად გააგრძელებენ. შვიდი დღის განმავლობაში, უმრავლესობამ მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა გამოკვეთოს და ის პრეზიდენტს წარუდგინოს, რომელიც ამ კანდიდატს წამოაყენებს. შემდგომ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაიწყებს და სამთავრობო პროგრამას წარადგენს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები