თბილისში ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მორთული 20-მდე საიმიჯო ნაძვის ხე გამოიფინა. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგსა და კინოს მოედანზე 3 იანვრამდე შეეძლებათ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხეების გამოფენის პარალელურად, შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ბენდ „Strawberry Fields“-ის კონცერტი მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გლინტვეინისა და საახალწლო ნუგბარის დაეგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისის მერიისა და ‘’მეიდან ივენთსის’’ ორგანიზებით მოეწყო.