უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა, მეტსახელად „რეზიკო ჯვარელი“ დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „პრესტუპნოსტი. ნეტ“ ნიკოლაევის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, უბილავა უკრაინაში რუსეთიდან ჩავიდა და ის ადგილობრივი დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავდა.
რევაზ უბილავა 22 წლისაა და ის „კანონიერ ქურდად“ თურქეთში ორი წლის წინ „აკურთხეს“. იმ დროს „რეზიკო ჯვარელი“ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 2014 წელს მას მოსკოვში თავს დაესხნენ, თუმცა უბილავა მაშინდელი თავდასხმის დროს გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები