რუსეთმა მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუს ბიზნესმენსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ ხოდორსკოვსკის ადამიანის მკვლელობაში დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, კომპანია „იუკოსის“ მმართველობის პერიოდში, 1998 წელს ხოდორკოვსკიმ თავის ქვეშევრდომებს ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმერ პეტუხოვის და ბიზნესმენ ევგენი რიბინის მკვლელობა დაავალა. ხოდორკოვსკი ამ გამოძიების განახლებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის. ის ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება და გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად რუსეთში ჩასვლას არ აპირებს.