სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ორი ადამიანი დაშავდა სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
დაშავებულები აეროპორტის თანამშრომლები არიან. ინციდენტის ადგილას მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სააგენტო Dogan News-ის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სამაშველო სამსახურები.
საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტი სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარეობს. ის ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის საბაზისო აეროპორტია.