ჩინეთში, მეწყერში მოყოლილი მამაკაცი 60 საათის შემდეგ გადაარჩინეს

ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი ნანგრევებიდან 60 საათის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, 19 წლის მამაკაცი ჩამონგრეულ შენობაში იმყოფებოდა. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მეწყერმა ჩინეთის ამ ქალაქში 30-ზე მეტი სახლი დაანგრია. ერთი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
მიწის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერი იქვე ახლოს, მაღლობზე დაყრილმა სამშენებლო ნაგავმა გამოიწვია. კოკისპირულმა წვიმებმა ნიადაგი ამორეცხა და „ნაგვის მთა“ ჩამოშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები