საბერძნეთის სანაპიროსთან ლტოლვილებით სავსე ნავი ჩაიძირა

მიგრანტებით სავსე ნავი ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ ფარმაკონისთან ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, მაშველებმა 13 ადამიანი გადაარჩინეს. ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი, საპატრულო კატარღა და რამდენიმე სამგზავრო გემი მონაწილეობს.
სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ევროკავშირში 1,2 მილიონი მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ წლევანდელი მიგრაციული კრიზისი ყველაზე სერიოზულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები