ე.წ. აფხაზეთი: საქართველო უვიზო მიმოსვლის ხაფანგს ვერ დაგვიგებს

„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეთავაზება მორიგი პოლიტიკური ხაფანგია, რომელიც ვერ განხორციელოდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ კან ტანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროპაში გასამგზავრებლად აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის გამარტივების შესახებ არის მისი მოტყუების მორიგი მცდელობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის მოქალქეები ამ იაფფასიან სატყუარას არ აყვებიან“, – განაცხადა ტანიამ. მან ეს განცხადება ევროკავშირის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დადებითად შეფასების კომენტირებისას გააკეთა. ტანიას თქმით, საქართველო ადრეც ცდილობდა ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გაცემას, რომელიც სინამდვილეში საქართველოს ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები