რუსეთის უშიშროების თანამშრომლებს უფლება მიეცემათ, რომ ქალებს და ბავშვებს ესროლონ

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2015 წლის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაჩქარებული წესით კენჭი უყარა კანონპროექტს, რომლის მიხედვით უშიშროების ფედერალური სამსახურის თანაშრომლებს მიეცემათ უფლება, ბავშვებს და ქალებს ესროლონ. ამ უფლებას დეპუტატები უშიშროების წარმომადგენლებს ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით აძლევენ. ასევე სახელმწიფო სათათბირომ უშიშროების ძალებს მასობრივი არეულობის დროს საცხოვრებელ სახლებში შესვლის უფლება მისცა.
კანონპროექტის მიხედვით, ამ უწყების წარმომადგენლებს უფლება ეძლევათ, ყველა აუცილებელი საშუალება გამოიყენონ პოტენციური დამნაშავის დაკავებისას, იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლსასროლი იარაღი არ აღმოაჩნდათ. უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს ეკრძალებათ უცხოელებთან და საზღვარგარეთის მედიასაშაულებებთან ურთიერთობა, ასევე კონტაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები