აზერბაიჯანში ტურისტული ბიზნესისთვის ლიცენზია საჭირო აღარ იქნება

ტურისტული ბიზნესის საწარმოებლად აზერბაიჯანში სპეციალური ლიცენზიის აღება საჭირო აღარ იქნება. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოსცა. აქამდე ტურისტული ბიზნესისთვის აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში სპეციალური ლიცენზიის მიღება იყო აუცილებელი. გარდა ამისა, საჭირო იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 500 მანათის ოდენობით. სასტუმროების მეპატრონეებს კი დამატებით კიდევ 1500 მანათის გადახდა უწევდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები