რუსეთი მზად არის, იაპონიასთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

რუსეთი მზად არის, შეარბილოს ან საერთოდ გააუქმოს სავიზო რეჟიმი იაპონიასთან. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ იაპონიაში რუსეთის ელჩმა ევგენი აფანასიევმა განაცხადა. რუსი დიპლომატის თქმით, ამჟამად მოსკოვი და ტოკიო იაპონიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის მოსამზადებლად მუშაობენ, თუმცა ვიზიტის თარიღი უცნობია.
აფანასიევი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის წინ აუცილებელია იმის დადგენა, რა შეთანხმებები გაფორმდება და რა პროექტების რეალიზება იქნება შესაძლებელი. ყოველწლიურად იაპონიას 60 ათასი რუსი ტურისტი სტუმრობს. დაახლოებით ამდენივე ადამიანი იაპონიიდან რუსეთის ფედერაციაში ჩადის. ამასთანავე, ჩინეთიდან იაპონიაში ჩამსვლელთა რაოდენობა წელიწადში 4 მილიონს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები