რომის პაპი – ეს შობა ბევრი ჩვენგანისთვის უკანასკნელი იქნება

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, რომ წლევანდელი შობა მრავალი ადამიანისთვის შეიძლება უკანასკნელი იყოს. მისი თქმით, მსოფლიოს ქაოსური მდგომარეობა „სამყაროს დასასრულის“ დასაწყისია და მომავალ წელს, ამავე დროს, მსოფლიო უკვე სრულიად სხვანაირი იქნება.
„მაშინ, როდესაც მსოფლიოში მრავალი ადამიანი შიმშილობს, ქვეყნები ცეცხლშია გახვეული, მსოფლიო ქაოსში იძირება, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ მრავალი ადამიანისთვის, რომელიც წელს შობა-ახალ წელს აღნიშნავს, ის შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს“, – განაცხადა რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბრის ტერორისტულ აქტებს რომის პაპმა „მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები