ერაყის შეიარაღებული ძალები ერ-რამადისთან შეტევაზე გადავიდნენ

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ერ-რამადის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყეს. ქალაქის ცენტრი ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აქვთ დაკავებული. ამის შესაებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ერაყის ჯარი ქალაქის ცენტრისკენ მიდის, სადაც სამთავრობო კომპლექსი მდებარეობს. სახმელეთო ძალებს ავიაციაც უჭერს მხარს.
ორი დღის წინ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერ-რამადის მოსახლეობას სთხოვეს, უსაფრთხოების მიზნით 72 საათის განმავლობაში ქალაქი დაეტოვებინათ. ერაყის დაზვერვის მონაცემებით, ქალაქში 250-დან 300-მდე „ბოევიკი“ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები