ევროპაში 2015 წელს მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

ევროპის ქვეყნებში 2015 წელს ჩასული მიგრანტების რაოდენობა მილიონ ადამიანს აღემატება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მიგრანტების უმეტესობა – დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ევროპაში საზღვაო გზით ჩავიდა. ისინი, ძირითადად, საბერძნეთში თურქეთის გავლით მოხვდნენ. მიგრანტების უმრავლესობა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არის. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში მიმავალ გზაზე 3695 ადამიანი დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები