სლოვენიის მოსახლეობამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა

სლოვენიის მოსახლეობამ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხს რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა. ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ 63,48%-მა ამ კანონპროექტს წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ჩვენ ჩვენი შვილების უფლებები უნდა დავიცვათ. ჰომოსექსუალებს შესაბამის უფლებებს ვაძლევთ, მაგრამ, ამასთანავე, ბავშვი ტრადიციული ოჯახის გარემოცვაში უნდა იზრდებოდეს“, – განაცხადა სლოვენიის „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა ლიუდმილა ნოვაკმა.
მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით ქორწინება ორი ინდივიდის, და არა მხოლოდ მამაკაცის და ქალის, კავშირი შეიძლება იყოს. თუმცა კანონის მოწინააღმდეგეებმა კამპანია წამოიწყეს და რეფერენდუმის ჩატარება შეძლეს. რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს, რომ სლოვენიის პარლამენტს მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთსქესიანთა ქორწინებების ლეგალიზების საკითხის განხილვა ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები