„ჩერნომორენერგოს“ დირექტორი ახალ წელს აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტს პროგნოზირებს

„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია ახალ წელს და მომდევნო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტს პროგნოზირებს. ბასარია ამის მიზეზად „საქართველოში არსებულ გვალვას და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას“ ასახელებს. ამის შესახებ ბასარიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიმდინარე წელს საქართველოში, ზაფხულიდან მოყოლებული გვალვაა, ასევე აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ახალი წლიდან შესაძლოა, დენის „მარაოსებური“ გათიშვა დაიწყოს იმ მიზნით, რომ წყალსაცავი წყლით აივსოს“, – განაცხადა ბასარიამ.
მანვე მოუწოდა მოსახლეობას, რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ ამ ხნის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები