საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ოთარ გრიგალაშვილი დააკავა.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც 30 000 აშშ დოლარი მოითხოვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 2 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.