თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.  “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება 22 დეკემბერს დროებით შეიზღუდება საბურთალოსა და დიდუბის, ასევე სამგორის რაიონებში.
კერძოდ, საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელ დიღმის, სოფელ ზურგოვანის, დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების, გელოვანის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის, პანკისის, ტეხურის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, ნატახტარის, წინაუბნის და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები