36 დაშავებული, 1 დაღუპული – ლას-ვეგასში ქალმა ქვეითად მოსიარულეებს მანქანა დააჯახა

ქალი, რომელიც ლას-ვეგასში ქვეითად მოსიარულეებს შორის მანქანით შევარდა, ადამიანთა ჯგუფს ორჯერ შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება ტერაქტის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად მანქანა დიდი სიჩქარით ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულეები გაიტანა.
შემდეგ ავტომობილი უკან, გზაზე დაბრუნდა, მალევე, რამდენიმე მეტრში ისევ ტროტუარზე ავიდა და ქვეითების მეორე ჯგუფს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა საათში 60-65 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლი დაკავებულია. ამჟამად მას ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები