რუსეთმა სომხეთის სამხედრო ბაზაზე დამატებით ექვსი ვერტმფრენი გადაისროლა

რუსეთმა სომხეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე დამატებით ოთხი სამხედრო და ორი სატრანსპორტო ვერტმფრენი გააგზავნა. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია „მი-24“-ის და „მი-8“-ს ტიპის ვერტმფრენებზე. ეს ვერტმფრენები საბრძოლო ამოცანების შესრულებას 2016 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. ფაქტობრივად, სომხეთში საბრძოლო ვეტმფრენების ესკადრილია შეიქმნება.
ერევანში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა 1995 წლიდან არსებობს. ეს ბაზა გიუმრის 102-ე სამხედრო ნაწილის საჰაერო კომპონენტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები