იოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთს 8 წლით ჩამოაშორეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომიტეტმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობისგან 8 წლით ჩამოაშორა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გარდა ამისა, ბლატერი 50 ათასი შვეიცარიული ფრანკით, ხოლო პლატინი 80 ათასი ფრანკით დაჯარიმდა. იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილია იმაში, რომ 2011 წელს კანონის დარღვევით პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაურიცხა უეფას პრეზიდენტის მიერ 1999 – 2002 წლებში გაწეული საქმიაობისთვის. პლატინიმ ფულის მიღება დაადასტურა, მაგრამ ვერ დაასაბუთა, რატომ მიიღო ეს თანხა მხოლოდ 2011 წელს.
ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან იკავებდა. 2015 წლის მაისში ის მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ ივნისში ფიფაში მომხდარი კორუფციული სკანდალის შემდეგ იოზეფ ბლატერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ფიფას ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 2016 წლის თებერვალში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები