საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 800-მდე მანდატურის თეორიული სწავლება დასრულდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 800-მდე მანდატურის თეორიული სწავლება დასრულდა. პროექტი „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის“ წარმატებით განხორციელდა.
პროექტის დასკვნით ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სწავლების ყველა მონაწილეს თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ნატალია ჭრელაშვილი დაესწრო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიულ საკითხებში ცოდნის დონის ამაღლება. 800-მდე მანდატურმა და პედაგოგმა, ორი თვის განმავლობაში, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული სწავლების კურსი გაიარა. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში და საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ. მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები