„მის პუერტო-რიკო 2015“-ს ანტიისლამური გამონათქვამებისთვის ტიტული ჩამოართვეს

2015 წლის პუერტო-რიკოს ულამაზეს ქალს ეს ტიტული გაურკვეველი ვადით ჩამოართვეს. ამის მიზეზი 20 წლის დესტინი ველესის ანტიისლამური გამონათქვამები გახდა. „მის პუერტო-რიკომ“ ტვიტერში რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსულმანები შეერთებული შტატების დატერორებაში დაადანაულა.
ანტიისლამური გამონათქვამები ველესმა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა მაიკლ მურმა ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპის ცათამბჯენზე კამპანია წამოიწყო სახელწოდებით: „ჩვენ – ყველანი მუსულმანები ვართ“.
როგორც ცნობილია, მილიარდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი ასევე ხშირად აკეთებს ანტიმუსულმანურ განცხადებებს. „მის პუერტო რიკოს“ ეს ტიტული ორგანიზაცია „მის ამერიკამ“ ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები