პრეზიდენტმა სამხედროებს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„პატივს მივაგებ მათ, ვინც თავისი სიცოცხლე გაწირა ქვეყნის სამსახურში. მადლობას გეტყვით თქვენ, რადგან დღესაც, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით. 25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა თავისუფალ სახელმწიფოდ, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით სადარაჯოზე, რათა დამოუკიდებელი საქართველო შექმნილიყო. იმედი მაქვს, რომ ის ძალა რაც თქვენ შექმენით და ის მსახურება რაც გაწიეთ სამშობლოს მიმართ მტკიცეა და ასევე გაგრძელდება მომავალ წელს. გილოცავთ ამ თარიღს, ღმართი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები