გამოკითხულთა 68% თავს დასაქმებულად მიიჩნევს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.
NDI-ის კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რეიტინგები ასე გამოიყურება: სიღარიბე- 29 %, ტერიტორიული მთლიანობა 29 %, პენსიები – 28 %, ფასების ზრდა/ინფლაცია – 26 %, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა – 20%, ხელფასები -17 %, ადამიანის უფლებები – 13 %, განათლება – 12%, რუსეთთან ურთიერთობა – 10 %.
ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი აღდგენა გამოკითხულთა 9-9 %-ს მიაჩნია. რაც შეეხება საკუთრების უფლებას, კორუფციას და მედიის დამოუკიდებლობას, აღნიშნული საკითხები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 2-2 %-ს მიაჩნია, ციხეების და პატიმრების საკითხი კი – მხოლოდ გამოკითხულთა 1 %-ს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 68% თავს დასაქმებულად თვლის, ხოლო 32 % აცხადებს, რომ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 1,8%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები