„ქალაქში მოძრაობის სერიოზულ პრობლემას დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანები ქმნის“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს მიაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები შესაძლოა, მისაღები არ იყოს, თუმცა, როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ქალაქში მარჯვენასაჭიანებზე მეტ პრობლემას დისტრიბუტორების მიერ მაღაზიების დღისით მომარაგება და ნაგვის მანქანების დღის საათებში მოძრაობა ქმნის.
„ მარჯვენასაჭიანი მანქანები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კუთხით სწორად მოიქცა. თბილისში მოძრაობა ძალიან გაძნელებულია, განსაკუთრებით პიკის საათებში. წინა წლებში ყველანაირი ურბანისტიკის წესები დავარღვიეთ მშენებლობისას, არ ითვალისწინებდნენ არც სუპერმარკეტებს, არც სპორტულ დაწესებულებებს, არც მანქანის სადგომებს… მშენებლობა დიდი კორუფციის საგანი იყო თბილისში. მე ქალაქის მერიას უფრო ვედავები, შესაძლოა, მიიღონ ისეთი ზომები, რომელიც მოძრაობას უფრო უშველის და მარჯვენასაჭიან მანქანებზე მნიშვნელოვანი იქნება. თბილისში დღეს მარტო დისტრიბუციის 5 ათასი მანქანაა. ეს ყველა სატვირთო მანქანაა და გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის. უმჯობესი იქნებოდა, სუპერმარკეტების ღამით მომარაგება. პრობლემას ქმნის ნაგვის მანქანებიც. დადიან ქალაქში ტანკივით მანქანები და 4 და 5 საათზე გააქვთ ნაგავი. ევროპის უმეტეს ქვეყანაში ნაგვის მანქანები ღამით დადიან. ამაზე მერიამ უნდა იფიქროს “,- განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები