ჩინეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 91 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა (ფოტოკოლაჟი)

ასობით მაშველი გადარჩენილ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში მეწყრის ქვეშ მოყვნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 91 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მაშველებმა მხოლოდ შვიდის გადარჩენა შეძლეს.
შენჩჟენი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მეწყერმა 14 ფაბრიკა, 13 საცხოვრებელი სახლი და სამი საერთო საცხოვრებელი დაანგრია. წინასწარი ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის მიზეზი სამშენებლო ნაგავი გახდა, რომელიც დიდი რაოდენობით მიტოვებული საბადოს ადგილას ეყარა.

702885_10205053607771486_1328564467_n

12398995_10205053607851488_388534731_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები