ვაკის რაიონში წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვაკისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება, რამდენიმე დღეში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, – ამის შესახებ “კვირას” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან”აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მაგისტრალის ახალი, 300-მეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებს კომპანია ხვალ დილიდან შეუდგება.
“სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 22 დეკემბერის 10:00 საათიდან 23 დეკემბერის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის მცირე ნაწილს, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში: საირმის გორას, ცინცაძის, შევარდენიძისა და კატროზიას ქუჩებს”,-აცხადებენ კომპანიაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის: http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები