სექსსკანდალის გამო ისრაელში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი სილვან შალომი სექსსკანდალის გამო გადადგა. ის მედიამ სექსუალურ ძალადობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. ამასთანავე, ისრაელის მთავრობამ შესაბამის სამსახურებს მინისტრის მიმართ საჩივრების განხილვა დაავალა. თავად შალომის თქმით, მან გადადგომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის არასასიამოვნო განცდები თავიდან აეცილებინა.
სილვან შალომი ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წელს ჩაუდგა სათავეში. მანამდე ის სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის პოსტებს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები