NDI – გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ მთავრობამ რუსეთთან ფრთხილ პოლიტიკას უნდა მისდიოს
NDI-ის გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობისას ფრთხილი პოლიტიკა უნდა გამოიყენოს. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 3%-ს.
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატრადა და 1881 ადამიანი გამოიკითხა.