NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-ის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, პირველი არჩევანის მიხედვით, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია არ დგას. პირველი არჩევანის მიხედვით, 18% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით – 4%.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: პირველი არჩევანი – 14%, მეორე არჩევანი – 3%;
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”: პირველი არჩევანი – 9%, მეორე არჩევანიც – 9%;
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”: პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი – 3%;
“ლეიბორისტული პარტია”: პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი -4%;
“პატრიოტთა ალიანსი”: პირველი არჩევანი – 4%, მეორე არჩევანი -3%.
ცნობისთვის, კვლევის სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 1,8%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები