ბაზალეთის საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა

ბაზალეთის საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე საკითხებზე. ს
ემინარის მეორე დღე კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაეთმო, რომელმაც მსმენელებს ბიუროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. ბიუროს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციებზე და საქართველოს კიბერსივრცეში პოტენციურ საფრთხეებზე. კიბერუსაფრთხოების დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ევროინტეგრაციის გზაზე. ღონისძიება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები