საქართველოს მთავრობის მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 69%-სთვის მისაღებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, მისაღებია. გამოკითხულთა 21% კი აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.
კვლევის მიხედვით, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებს შორის ნატოს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
NDI-ს გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.