NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არცერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.
ცნობისთვის, გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები