1 გარდაცვლილი და 11 დაშავებული – აფეთქება ვოლგოგრადში

ვოლგოგრადში ბუნებრივი აირის გაჟონვის და აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი – დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაშავებულები მრავლობითი დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოები გადაიყვანეს, 6 მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მამაკაცის იდენტიფიცირება შეძლეს. რუსული მედიიის თქმით, ის, სავარაუდოდ, იმ ბინის პატრონია, სადაც შემთხვევა მოხდა.
ვოლგოგრადში, კოსმონავტოვის ქუჩაზე აფეთქების ხმა 20 დეკემბერს გვიან ღამით გაისმა, ცხრასართულიან სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ხანძარიც გაჩნდა და მისი წინა ფასადი ჩამოინგრა. მეხანძრეები და სამაშველო სამსახურები ადგილობროვი მცხოვრებლების შენობიდან ევაკუაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

12362891_10206568784636036_8945244656733391852_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები