ნავთობის ფასი კვლავ რეკორდულად დაეცა

Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი ისევ რეკორდულად დაეცა და 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 36,2 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნავთობის ფასის დაცემის ძირითადი მიზეზი ბაზარზე მისი ძალზე დიდი რაოდენობაა. ასე, მაგალითად, აშშ-ს ნავთობის მარაგმა 1930 წლიდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმეს, რომელიც 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ექსპერტები ნავთობის ფასის რეკორდულ კლებას აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის „ფასების ომს“ უკავშირებენ.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ახალი ექსპორტიორი გაჩნდება ირანის სახით, რომელსაც სანქციებს უხსნიან. ირანი ნავთობის ექსპორტირების დაწყებას 2016 წლის პირველ კვარტალში აპირებს.
ამასთანავე, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება დაბალ დონეზე რჩება ჩინეთის და სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები