უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში 21 და 23 დეკემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, უახლოესი დღეების განმავლობაში, უმეტესად შიდა ქართლში და მესხეთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში მოთოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 9 გრადუსს მიაღწევს. უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.