ილია მეორე: ადამიანმა უფალი უნდა ადიდოს, შემდეგ კი მადლობა შესწიროს მას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს ლოცვის შესახებ უქადაგა.
“ხშირ შემთხვევაში ადამიანი ითხოვს ღვთისგან დახმარებას. ეს ბუნებრივია, გასაგებია, რადგან ყოველი ადამიანი გაჭირვებულია ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უფალს დიდება უნდა შესწიროს, ადიდოს, შემდეგ კი მადლობა შესწიროს. დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შეგიძლიათ სთხოვოთ და უფალი შეისმენს. სახარებაში უფალი ამბობს: ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”, – ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორის თქმით, ადამიანი ხშირად ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე იმ დროს, როდესაც გარშემო მას ახვევია უამრავი გაჭირვებული, მძიმე ავადმყოფი.
პატრიარქმა დღევანდელი ქადაგების შემდეგ ჯალაბაძეების გვარი დალოცა. უწმინდესმა მღვდელი დავით აფციაური დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები