შსს გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21 დეკემბერს, 00:00 საათიდან მომავალი წლის 5 იანვრამდე „ვარდების რევოლუციის მოედანზე“ ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.
ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება“, – აცხდებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები