ბავშვი წამოიყვანა მამიკოს დავხვდეთო – რას ამბობს მოკლული ბავშვის დეიდა
ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ცნობილი ხდება. მეზობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი და 5 წლის ბავშვი სახლში მოკლეს, მკვლელი კი ცხედრების გადამალვას ცდილობდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გაიგო გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ. ის ამბობს, რომ ოჯახთან ბოლოს ურთიერთობა გუშინ ჰქონდა.
“ვუთხარი, რომ ბავშვი დატოვე აქ ითამაშებს და მერე გამოგიყვანენ – თქო და არ დამიტოვა, წამოიყვანა მამიკოს დავხვდეთო. ჩხუბი, რომ მოსვლოდა ვინმესთან მეზობლებს ხომ ეცოდინებოდათ, ასეთი არაფერი მომხდარა“, – აცხადებს მოკლული ბავშის დეიდა.
მეზობლები გარდაცვლილ მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტური პიროვნება არ იყო.
მეზობლები ამბობენ, რომ ამბავი მას შემდეგ გაიგეს, რაც დაღუპულები გარდაცვლილი მამაკაცის ცოლმა და ბავშვის დედამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული 5 წლის ბავშვი კი შესაძლოა გაგუდული იყოს.