“Air France”-ის თვითმფრინავში ბომბი აღმოაჩინეს

ავიაკომპანია “Air France”-ის თვითმფრინავში ბომბის არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ „ესოშიეითიედ პრესი” იუწყება. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი კენიაში ექსტრემალურად დაეშვა.
თვითმფრინავმა, რომელიც მავრიკი-პარიზის რეისს ასრულებდა, მომბასის აეროპორტში საგანგებო დაშვება მას შემდეგ განახორციელა, რაც თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.
ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები