მამა ცალკე ეგდო, ბავშვი კი მოშორებით – რას ამბობენ თბილისში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე მეზობლები

თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის მოტივებზე საუბარი მოკლულის მეზობლებს უჭირთ.
როგორც ისინი ყვებიან, გამთენიისას, დაახლოებით 4:00 საათზე ყვირილის ხმა შემოესმათ, როდესაც გარეთ გამოვიდნენ სადარბაზოში მამა-შვილის ცხედრები დახვდათ.
მათი ინფორმაციით, მამა ცალკე ეგდო, ბავშვი კი მოშორებით. მამაკაცს თავიდან სისხლი მოსდიოდა. ისინი გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ, სამხედრო იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრაც მკვლელობას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები