მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დააჯარიმა

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 28 აშშ დოლარით დაჯარიმდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მისი დაჯარიმების მიზეზი მოქალაქეებთან შეხვედრისათვის თავის არიდება გახდა.
საქმე ისაა, რომ მოქალაქემ, რომელსაც სააკაშვილი არ ხვდებოდა, მასთან მიღებაზე ჩაწერას სასამართლოს გზით მიაღწია, თუმცა გუბერნატორი მას მაინც არ შეხვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების განმეორებითი იგნორირების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება. ამას გარდა, სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ემუქრება – თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის (მუხლი 5 წლამდე) – წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები