„უახლოეს მომავალში საქართველო ხელს მოაწერს ევროპოლთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას”

უახლოეს მომავალში საქართველო ხელს მოაწერს ევროპოლთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტრომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გავაძლიერეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები ქვეყნის შიგნით და განვავითარეთ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. ამავდროულად, წარვგზავნეთ პოლიციის ატაშეები პარტნიორ ქვეყნებში და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. უახლოეს მომავალში საქართველო ხელს მოაწერს ევროპოლთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, შეერთებული შტატების, იაპონიის, ავსტრალიის და სხვა წარმატებული ქვეყნების მსგავსად, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები