„საქართველოს ევროპული გზა – ეს არის ჩვენი არჩევანი და შეუქცევადი პროცესი“

ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა, რეფორმები ისევ გრძელდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმები, რომელიც სამართალდაცვით სფეროში განხორციელდა, ხელს შეუწყობს პოლიციის საქმიანობის დახვეწას და მოქალაქეების უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.
„ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა, რეფორმები ისევ გრძელდება მათ შორის, მრავალი მიმართულებით, ეს შეუქცევადი პროცესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეფორმები, რომელიც სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა, არ არის მხოლოდ „რეფორმები რეფორმებისთვის“, არამედ, ეს იყო თავისთვად უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო. მათ შორის, სამართალდაცვით სფეროში მოხდა მრავალი მიდგომისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და განვითარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოლიციის საქმიანობის დახვეწას და მოქალაქეების უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. საქართველოს ევროპული გზა – ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება – ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, რასაც კიდევ ერთხელ მთელს საქართველოს ვულოცავ!“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები